სასწავლო ვიზიტი დიდ ბრიტანეთში
შავი ზღვის მონიტორინგი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტები განათლების საერთაშორისო ცენტრის პროექტის - „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის“ კონკურსში გამარჯვების შედეგად მოპოვებული გრანტით დიდი ბრიტანეთის ეკოლოგიისა და ჰიდროლოგიის ცენტრში (UK Center of Ecology & Hydrology) იმყოფებოდნენ, სადაც მტკნარი წყლის ფიტოპლანქტონის იდენტიფიკაციის ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა.
ფიტოპლანქტონი მნიშვნელოვანია წყლის ხარისხის ფორმირებაში და განსაზღვრავს ზღვის ეკოლოგიურ მდგომარეობას.
ფიტოპლანქტონის ცალკეული ჯგუფები და სახეობები ბიოლოგიურ ინდიკატორებს წარმოადგენენ როგორც წყლის, ასევე საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივების შესაბამისად, მათი რაოდენობრივი თუ ხარისხობრივი მახასიათებლების შესწავლით შესაძლებელია წყალსატევის ევტროფიკაციის დონის შეფასება და ეკოლოგიური სტატუსის განსაზღვრა.
სასწავლო კურსი თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავდა.
სპეციალისტები ფიტოპლანქტონის შესწავლის უახლოეს მეთოდებს და კვლევის დროს გამოყენებულ თანამედროვე ტექნიკას გაეცნენ. ტრენინგის ფარგლებში, ასევე, განხორციელდა სინჯების აღება და დამუშავება მდინარე ტემზის და რიდლის ტბების საკვლევ სადგურებზე, ხოლო აღებული ნიმუშების შემდგომი ლაბორატორიული კვლევა და ანალიზი ბრიტანეთის ეკოლოგიისა და ჰიდროლოგიის ცენტრში განხორციელდა.
აღნიშნული სემინარებში მონაწილეობა ხელს უწყობს სააგენტოს სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას, გამოცდილების გაზიარებას და, შესაბამისად, ქვეყანაში მდგრადი მეთევზეობის და აკვაკულტურის პრინციპების დანერგვას.