სააგენტოს სპეციალისტებმა საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენი რვა სამხარეო ადმინისტრაციულ ერთეულში წარადგინეს
გეოლოგია
სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ მომზადებული საინფორმაციო ბიულეტენი ქვეყნის მასშტაბით გეოლოგიური მონიტორინგის და სტიქიის ექსტრემალური გააქტიურების პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგად დამუშავებულ გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა) შესახებ ინფორმაციას მოიცავს.
აღნიშნული ბიულეტენი, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სპეციალისტებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს პირადად წარუდგინა.
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონებში ბუნებრივი საფრთხეების კუთხით არსებული საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
