შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალურ კომისიასთან (FAO/GFCM) თანამშრომლობა გრძელდება

შავი ზღვის მონიტორინგი

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალურ კომისიასთან (FAO/GFCM) თანამშრომლობის ფარგლებში, რუმინეთში, თურქეთსა და საქართველოში, GFCM-ის მიერ ორგანიზებულ შავი ზღვის სამუშაო ჯგუფის  და მარაგების შეფასების სუბრეგიონული ჯგუფის ფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრებს დაესწრნენ.

შეხვედრებზე განხილული იქნა შავი ზღვის თევზების პრიორიტეტული სახეობების, მათ შორის ქაფშიასა და ევროპული ქარსალას მარაგების შეფასების, ასაკობრივ-სტრუქტურული, სიუხვისა და ბუნებრივი სიკვდილიანობის, ზრდისა და პოპულაციის შეფასების მოდელები. ასევე, განხორციელდა თევზების მარაგების სტატუსის შესახებ განახლებული შეფასება  და  გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. მონაწილეებმა თევზის სახეობების ზრდის პარამეტრების, სქესმწიფობის, ტოფობისა და ბუნებრივი სიკვდილიანობის შესახებაც იმსჯელეს.

აღნიშნულ შეხვედრებში სააგენტოს სპეციალისტების მონაწილეობა ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას,    ბიოლოგიური რესურსების მარაგების შეფასების ინოვაციური მიდგომების და ქვეყანაში მდგრადი მეთევზეობის პრინციპების დანერგვას.