შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ თეთრყვავილას ბოლქვებით სარგებლობის ხუთწლიანი ლიცენზია გაიცა

ლიცენზიები

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, აუქციონის წესით, თეთრყვავილას ბოლქვებით სარგებლობის ლიცენზია ხუთწლიანი ვადით გაიცა.

საქართველოდან თეთრყვავილას ბოლქვების ექსპორტი ევროკავშირში, ყველაზე დიდი რაოდენობით კი, ჰოლანდიაში ხორციელდება.

გაცემული ლიცენზიის პირობის თანახმად, მოხდება თეთრყვავილას ბოლქვების ყოველწლიური კვოტის მიხედვით ათვისება და ექსპორტზე გატანა. აუქციონზე გატანილი, კვოტით განსაზღვრული რესურსის საბოლოო ფასმა 440 000 ლარი შეადგინა. რესურსის მოპოვების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

თეთრყვავილას ბოლქვი „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებშია შეტანილი. აღნიშნული კონვენცია გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებს არეგულირებს და წარმოადგენს მრავალმხრივ ხელშეკრულებას, საფრთხეში მყოფი მცენარეებისა და ცხოველების დასაცავად.