სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სახელმძღვანელო საქართველოს სივრცის დაგეგმარების სექტორისთვის
პროექტის „ევროკავშირი გარემოსთვის” (EU4Environment) ფარგლებში, 2024 წელს მომზადდა სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სახელმძღვანელო საქართველოს სივრცის დაგეგმარების სექტორისთვის. სახელმძღვანელოს მიზნებია საქართველოს სივრცის დაგეგმარების სექტორში სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) პროცედურის ეფექტიანი განხორციელება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად; მდგრადი სივრცითი განვითარების ხელშეწყობა, გარემოს დაცვის პრინციპების და მიდგომების ადრეული და ეფექტური ინტეგრაციის უზრუნველყოფა სივრცით სტრატეგიულ დოკუმენტებში. აღნიშნული სახელმძღვანელო დაეხმარება დამგეგმავ ორგანოებს და საკონსულტაციო კომპანიებს დოკუმენტაციის მომზადებაში, ხოლო სააგენტოს - გადაწყვეტილების მიღების პროცესში.