შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში ეკოსისტემის შესწავლის კვლევები მიმდინარეობს
შავი ზღვის მონიტორინგი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტები შავი ზღვის საქართველოს სანაპირო წყლებში ევროპული სტანდარტების ხელსაწყოს - დემერსალური ტრალის გამოყენებით, წინასწარ შერჩეულ 20 სადგურზე კვლევებს ახორციელებენ.
აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანია შავი ზღვის ეკოსისტემის შესწავლისთვის და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს შავი ზღვის პრიორიტეტული თევზის სახეობების შესახებ მონაცემების შეგროვებას, რაც რეგიონში მდგრადი მეთევზეობის პრინციპების დანერგვას უზრუნველყოფს.
კვლევები პროექტის „ექსპერიმენტული დემერსალური ტრალური კვლევა საქართველოს წყლებში“ ფარგლებში ხორციელდება და ზღვის სხვადასხვა სიღრმეზე მაღალი სიზუსტის სინჯების აღებას ითვალისწინებს.
აღნიშნული აღჭურვილობა, დემერსალური ტრალი, გარემოს ეროვნულ სააგენტოს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ დაფინანსებული FishEBM BS პროექტის https://www.fao.org/gfcm/about/funding/gef/fishebm-black-sea ფარგლებში გადაეცა. დემერსალური კვლევები გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.