შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

2020-2021 წლის ზამთრის სეზონის მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

ჰიდრომეტეოროლოგია

ამინდის პროგნოზი 

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე მომზადებული 2020-2021 წლის ზამთრის სეზონის ამინდის პროგნოზზე დაყრდნობით საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმის ფარგლებში ან ნორმაზე 1 გრადუსით თბილი, ხოლო ატმოსფერული ნალექების რაოდენობა ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი.

სპეციალისტების დასკვნით, ზამთრის სეზონის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით დასავლეთ საქართველოს დაბლობში -4, -6; მთიან რაიონებში -8, -10;  მაღალმთიან რაიონებში -11, -13 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -9; მთიან რაიონებში -11, -14; მაღალმთიან რაიონებში -18, -20 გრადუსამდე. 

კლიმატური მონაცემები 

საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ჰაერის მრავალწლიური საშუალო ტემპერატურა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +6, +7; მთაში +1, +2; მაღალ მთაში -1, 0; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +1, +2; მთაში -2, -1 მაღალ მთაში -5, -4 გრადუსს  შეადგენს.

ზამთრის სეზონის ნალექების ნორმა დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 450-750 მმ, მთასა და მაღალ მთაში 200-400 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 70-130 მმ, მთასა და მაღალ მთაში 70-150 მმ-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.

აღსანიშნავია, რომ სეზონის კონკრეტულ დღეებში  მოსალოდნელი ამინდი მოკლევადიანი პროგნოზებით განისაზღვრება.

გადმოწერეთ მობილური აპლიკაცია და მიიღეთ ამინდის შესახებ ადრეული გაფრთხილებები

მობილური აპლიკაცია უზრუნველყოფს ამინდის პროგნოზის შესახებ დროულ შეტყობინებებს, რათა წინასწარ იყოთ ინფორმირებული მოსალოდნელი მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ

ცხელი ხაზი: 1501