საპარტნიორო შეხვედრა ქ. ბათუმში
შავი ზღვის მონიტორინგი
სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების პროგრესი, მიზნები და სამომავლო ღონისძიებები.
აღნიშნული პროექტის მიზანია მოქალაქეების გარემოსადმი მეგობრული ქცევის გაუმჯობესება, გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელება და შავი ზღვის აუზის რეგიონებში დაბინძურების შემცირება.
პროექტის ფარგლებში შავი ზღვის აუზის ქვეყნებში შექმნილი გარემოსდაცვითი საინფორმაციო ცენტრების ქსელი ერთმანეთთან ციფრული პლატფორმის საშუალებით იქნება დაკავშირებული. თითოეული პარტნიორი ქვეყნისთვის შერჩეული სამიზნე ჯგუფების ცნობიერების ამაღლების მიზნით, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრებისა და სადემონსტრაციო კამპანიების ორგანიზება.
