შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სააგენტოს მეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლია მეგრელიძე, ქ. ბანგკოკში კატასტროფათა რისკების შემცირების კომიტეტის მე-9 სესიას დაესწრო

ჰიდრომეტეოროლოგია

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლია მეგრელიძე, ქ. ბანგკოკში გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UN ESCAP) კატასტროფებისადმი მდგრადობის მე-5 კვირეულსა და კატასტროფათა რისკების შემცირების კომიტეტის მე-9 სესიას დაესწრო.

აღნიშნული სესია აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში „უკიდურეს სიცხესთან“ დაკავშირებულ მზარდ რისკებს და მდგრადი განვითარების მიღწევების უზრუნველსაყოფად, კატასტროფების რისკის შემცირებაში ინვესტიციების გაგრძელების აუცილებლობას ეხებოდა.

კომიტეტის მეცხრე სესიაზე, აზიასა და წყნარ ოკეანეთში კატასტროფების რისკის მზარდი ლანდშაფტი, რისკის შემცირების შესაძლებლობები, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში ინოვაციების მეშვეობით მდგრადობის გაძლიერება და ასევე, „ადრეული გაფრთხილებები ყველასთვის“ სამოქმედო გეგმის რეგიონულ დონეზე განხორციელების საკითხები განიხილეს.

კომიტეტის მეცხრე სესია, წევრი სახელმწიფოებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის, კატასტროფების რისკების შემცირების უზრუნველსაყოფად საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, ინოვაციური გადაწყვეტილებების შესწავლის და დიალოგში ჩართვის პლატფორმას წარმოადგენდა.

სესიაზე საქართველოს დელეგაციამ, ქვეყანაში რისკების მზარდი ლანდშაფტის შესახებ, მათ შორის, გამძაფრებულ სიცხესთან დაკავშირებით მოხსენება წარმოადგინა.

აღნიშნულ სესიას, საქართველოს მხრიდან, ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი მიხეილ შელია ესწრებოდა.