შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ღვაწლმოსილი თანამშრომლები მადლობის სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში 50 და მეტი წლის სამუშაო გამოცდილების მქონე თანამშრომლები უწყების მედლებით დაჯილდოვდნენ.

დავით სონღულაშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელიბისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ პირადად გადასცა ჯილდოები იმ თანამშრომლებს, რომელთა პროფესიული საქმიანობა ათწლეულებს მოიცავს.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ დაჯილდოებულ თანამშრომელთა საქმიანობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვასა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში, რაც ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.

დაჯილდოების ცერემონიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მოადგილეები - ლაშა ავალიანი, სოლომონ პავლიაშვილო, ზურაბ ეზუგბაია, გიორგი წკრიალაშვილი, ასევე, სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.