შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სააგენტო ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აგრძელებს გეგმურ გეოლოგიურ კვლევებს

გეოლოგია

გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს გეგმურ გეოლოგიურ კვლევებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. სოფელ ღვერკსა და ხემაღალში სააგენტოს სისტემატურად ატარებს შესაბამის საველე კვლევებს და ამ ზონაში მცხოვრები მოქალაქეების საკარმიდამო ნაკვეთების, საცხოვრებელი სახლებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ადგილზე შეფასებას. სააგენტოს დასავლეთ საქართველოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის ფილიალის წარმომადგენლებთან ერთად, დეტალურად დაათვალიერეს და შეაფასეს დაგუბებული წყლის მასის გადინების პროცესი გაფართოებული არხის მეშვეობით, რომელიც შეუფერხებლად ფუნქციონირებს და არ ქმნის მომატებულ საფრთხეს.


სტიქიის ზონაში გასულ წლებში გააქტიურებული ერთეული შემთხვევები დაფიქსირებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ ყოველწლიურ საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენებში. კონკრეტულად ღვერკსა და ხემაღალში, სააგენტოს მიერ ჩატარებული საველე კვლევების საფუძველზე, მომზადებულია შესაბამისი ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნები, შეფასებულია 100-მდე ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლი და გაცემულია რეკომენდაციები გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ მეწყრული მასებით რაიმე სახის გართულება მდინარის ხეობაში, მათ შორის მდინარის შეგუბების გამო ბოლო 3 თვის მანძილზე არ დაფიქსირებულა და ამ დრომდე ნარჩუნდება სტაბილური მდგომარეობა.