შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ბათუმის ლაბორატორიამ ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაცია მოიპოვა

გარემოს დაბინძურების მონიტორინგი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ბათუმის ლაბორატორიამ ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაცია მოიპოვა.

ლაბორატორიაში ყოველწლიურად მიმდინარეობს ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევის მეთოდების დანერგვა და მათი აკრედიტაცია, რაც უზრუნველყოფს ჩატარებული ანალიზების შედეგების სიზუსტესა და ობიექტურობას.

აკრედიტაციის სფერო მოიცავს  ზედაპირულ, ჩამდინარე, სასმელ, გრუნტის, ტბისა და ზღვის წყლებში მძიმე მეტალების, ბიოგენური ელემენტების, შეწონილი ნაწილაკებისა და სხვა პარამეტრების განსაზღვრას, ასევეატმოსფერულ ჰაერში მძიმე მეტალების შემცველობის კვლევას.

ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ბათუმის ლაბორატორია, აღჭურვილია ულტრათანამედროვე ხელსაწყო-დანადგარებით და მონიტორინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის კვლევების ხარისხსა და სანდოობას.

აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების უმეტესობა ევროკავშირის შესაბამისი ჩარჩო დირექტივებით განსაზღვრული მეთოდოლოგიების საფუძველზე ხორციელდება.

გადმოწერეთ მობილური აპლიკაცია და მიიღეთ ამინდის შესახებ ადრეული გაფრთხილებები

მობილური აპლიკაცია უზრუნველყოფს ამინდის პროგნოზის შესახებ დროულ შეტყობინებებს, რათა წინასწარ იყოთ ინფორმირებული მოსალოდნელი მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ

ცხელი ხაზი: 1501