საერთაშორისო ლაბორატორიული ტექნოლოგიების, ანალიზის, ბიოტექნოლოგიისა და ანალიტიკის გამოფენაზე „Analytica 2026“ სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლები გერმანიაში, ქ. მიუნხენში, საერთაშორისო ლაბორატორიული ტექნოლოგიების, ანალიზის, ბიოტექნოლოგიისა და ანალიტიკის გამოფენაზე „Analytica 2026“ სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
აღნიშნული ღონისძიება, ანალიტიკური მეცნიერების, ლაბორატორიული ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ხელსაწყოების მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს პლატფორმას წარმოადგენს, სადაც წამყვანი მწარმოებლები, მკვლევარები და დარგის ექსპერტები არიან თავმოყრილი.
გამოფენაში მონაწილეობის მიზანი თანამედროვე ანალიტიკური მეთოდების და უახლესი ტექნოლოგიების გაცნობა, პრაქტიკული გამოცდილების მიღება და საერთაშორისო პროფესიულ ქსელთან თანამშრომლობის გაღრმავება იყო.
ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები, ყოველდღიური მონიტორინგისთვის განკუთვნილ ინოვაციურ ხელსაწყოებს, ავტომატიზირებულ სისტემებსა და მონაცემთა დამუშავების თანამედროვე მიდგომებს გაეცნენ.
მიღებული ცოდნა და გამოცდილება ახალი ანალიტიკური მეთოდების და თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობის ეტაპობრივი დანერგვის საფუძველს წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს გარემოს მდგომარეობის მონიტორინგის გაუმჯობესებას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, რაც მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის ეფექტიანი მართვისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის.
