შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

5 ივნისს მსოფლიოში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება

5 ივნისს მსოფლიოში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, ამ დღესთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიის დეპარტამენტს სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამინდის პროგნოზირების და ადრეული გაფრთხილების სამმართველოს მუშაობის პროცესს და ამინდზე დაკვირვების პრინციპებს ადგილზე გაცნობოდნენ.

5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ 1972 წლის 15 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, ეს დღე გარემოსდაცვით ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას და მისი გადაჭრის გზებს ეძღვნება.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ასევე გაიმართა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საქართველოს ეროვნული გეგმის (NAP) -    პროექტის გახსნითი ღონისძიება  და პროექტ  „განათლება მწვანე მომავლისთვის“ ფარგლებში    საუკეთესო პედაგოგების დაჯილდოვება.

გადმოწერეთ მობილური აპლიკაცია და მიიღეთ ამინდის შესახებ ადრეული გაფრთხილებები

მობილური აპლიკაცია უზრუნველყოფს ამინდის პროგნოზის შესახებ დროულ შეტყობინებებს, რათა წინასწარ იყოთ ინფორმირებული მოსალოდნელი მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ

ცხელი ხაზი: 1501