გარემოს ეროვნული სააგენტო ევროკავშირის მხარდაჭერით ახალ პროექტს განახორციელებს
შავი ზღვის მონიტორინგი
გარემოს ეროვნული სააგენტო ევროკავშირის მხარდაჭერით ახალი პროექტის „ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობა გარემოს მონიტორინგსა და მოდელირებაში თევზის მარაგებისა და არათევზეული რესურსების შესაფასებლად“ განხორციელებას იწყებს.
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს შავი ზღვის აუზის დაცვისა და საზღვაო ნაგვის შემცირების კოორდინირების ხელშეწყობას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და მისი მიზანი გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესებაა.
პროექტის ხანგრძლივობა 2 წელია, ხოლო ბიუჯეტი 982 958.89 ევროს შეადგენს.