გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ თეთრყვავილას ბოლქვებით სარგებლობის სამწლიანი ლიცენზია გაიცა
ლიცენზიები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, აუქციონის წესით, თეთრყვავილას ბოლქვებით სარგებლობის ლიცენზია სამწლიანი ვადით გაიცა.
საქართველოდან თეთრყვავილას ბოლქვების ექსპორტი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ხორციელდება, ყველაზე დიდი რაოდენობით კი, ჰოლანდიაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ლიცენზიის გაცემას, წინ უძღოდა კვოტების დადგენის მიზნით განხორციელებული კვლევები.
გაცემული ლიცენზიის პირობის თანახმად, მოხდება თეთრყვავილას ბოლქვების კვოტის სრული ათვისება და ექსპორტზე გატანა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობების ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. აუქციონზე გატანილი ლოტის საბოლოო ფასმა 290 400 ლარი შეადგინა.
თეთრყვავილას ბოლქვი „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებშია შეტანილი. აღნიშნული კონვენცია გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებს არეგულირებს და წარმოადგენს მრავალმხრივ ხელშეკრულებას, საფრთხეში მყოფი მცენარეებისა და ცხოველების დასაცავად.