ქ. ვარნაში, ქართველი სპეციალისტების ჩართულობით, საზღვაო კვლევები განხორციელდა
შავი ზღვის მონიტორინგი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო, ევროკავშირის მხარდაჭერით, ხუთ ქვეყანასთან ერთად, ახორციელებს პროექტს „ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობა გარემოს მონიტორინგსა და მოდელირებაში თევზის მარაგებისა და არათევზეული რესურსების შესაფასებლად“ (TIMMOD), რომლის ფარგლებშიც, ქ. ვარნაში, ქართველი სპეციალისტების ჩართულობით, საზღვაო კვლევები განხორციელდა.
აღნიშნული კვლევები, შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, ინოვაციური აღჭურვილობის გამოყენებით ბიოლოგიური ნიმუშების შეგროვებასთან ერთად, სხვადასხვა ტრენინგს მოიცავდა.
პროექტი „ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობა გარემოს მონიტორინგსა და მოდელირებაში თევზის მარაგებისა და არათევზეული რესურსების შესაფასებლად“ (TIMMOD) ითვალისწინებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შავი ზღვის აუზის დაცვისა და საზღვაო ნარჩენის შემცირების კოორდინირების ხელშეწყობას და მისი მიზანი ერთობლივი გარემოსდაცვითი საზღვაო მონიტორინგის გაუმჯობესებაა.
აღნიშნული საზღვაო კვლევების ორგანიზატორები არიან პროექტის TIMMOD პარტნიორები - შავი ზღვის-დუნაის კვლევითი და განვითარების ასოციაცია” (BDCA) და წამყვანი ბენეფიციარი, თევზის რესურსების ინსტიტუტი (IFR).