შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

ექსპერიმენტული დემერსალური ტრალური კვლევა საქართველოს წყლებში

საერთაშორისო პროექტი

  • დაწყების თარიღი:
  • დასრულების თარიღი:

პროექტის დასახელება :

ექსპერიმენტული დემერსალური ტრალური კვლევა საქართველოს წყლებში

პროექტის აღწერა:

ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის ზოგიერთ რაიონში მრავალი დემერსალული და პელაგიური თევზის მარაგების ბიოლოგიური მდგომარეობის შესახებ ყოვლისმომცველი სიღრმისეული კვლევები ჯერ კიდევ მწირია. შესაბამისად, დგას კვლევითი მონაცემების არსებობის  საჭიროება, რომ მივიღოთ ინფორმაცია ზღვის მობინადრეების პოპულაციასთან დაკავშირებით და მოწესრიგდეს ანალიტიკური მოდელები მარაგის შეფასებისათვის, რაც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საბაზისო ინფორმაციას თევზჭერის მართვისათვის.

სტანდარტიზებული საერთაშორისო ზღვის ფსკერის ტრალური კვლევების მიზნია მონაცემთა ხარვეზების აღმოფხვრა, აგრეთვე ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM), შავ ზღვაში მარაგების შეფასების სუბრეგიონული ჯგუფისა (SGSABS) და შავი ზღვის სამუშაო ჯგუფის (WGBS) მიერ გამოვლენილი ჰარმონიზაციის საჭიროებების დაკმაყოფილება. ეს უზრუნველყოფს რესურსების სწორად გამოყოფის გზით GFCM 2030 სტრატეგიის ეფექტიან განხორციელებას.

გარემოს ეროვნული სააგენტო ჩაატარებს კვლევებს შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში მინიმუმ 40 წერტილში 2 ეტაპად:

1) 2024 წლის 15 ოქტომბერი - 15 დეკემბრის პერიოდში;

2) 2025 წლის 1 მაისი - 30 ივნისის პერიოდში.

განმახორციელებელი:

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

ბიუჯეტი:

32,500 აშშ დოლარი

დაწყება-დასრულება:

ოქტომბერი 2024-ივლისი 2025

მიზნობრივი ტერიტორია:

შავი ზღვის საქართველოს სანაპირო

საკონტაქტო პირი:

მარინა მგელაძე - მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის უფროსი, marina.mgeladze@nea.gov.ge