გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტი
გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის ფუნქციებია:
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სკრინინგის პროცედურის განხორციელება და სკრინინგის გადაწყვეტილების/საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მომზადება;
სკოპინგის პროცედურის განხორციელება და სკოპინგის დასკვნის/საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მომზადება;
გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშსა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვაში მონაწილეობა, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მომზადება;
გარემოზე ზემოქმედების შეფასებისგან (გზშ) გათავისუფლების შესახებ განცხადების განხილვა/განხილვის კოორდინაცია და წინადადების მომზადება;
გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის განხილვაში მონაწილეობა, განხილვის მიზნით საექსპერტო კომისიის შექმნისა და ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზება და გადაწყვეტილების მომზადება;
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებისა და სხვა პირზე გადაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება;
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვების ჩატარების უზრუნველყოფა;
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობის შეცვლის საკითხის განხილვის მიზნით საექსპერტო კომისიის შექმნისა და ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზება და გადაწყვეტილების მომზადება;
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) სფეროში გაცემულ შესაბამის აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მომზადება;
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ, ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ წინადადებების მომზადება და შესაბამისი პროცედურების ორგანიზება;
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების განხილვა/განხილვის კოორდინაცია და არგუმენტირებული მოსაზრებებისა და შენიშვნების მხედველობაში მიღება;
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დოკუმენტების სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის დაგზავნა;
კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ექსპერტების მონაწილეობით მომზადებული დასკვნების/შენიშვნების/მოსაზრებების განსახილველად შეხვედრის მოწყობა/ორგანიზება;
სტრატეგიული დოკუმენტის პროექტისა და სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაში მონაწილეობის მიღება;
სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის და სგშ-ს ანგარიშის განხილვაში მონაწილეობა, განხილვის მიზნით საექსპერტო კომისიის შექმნისა და ექსპერტიზის განხორციელების ორგანიზება და რეკომენდაციების მომზადება;
გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მონაცემთა ბაზის წარმოება;
გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი პირობების შესრულების მიზნით, სააგენტოში შესათანხმებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა და კოორდინაცია;
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანობის განმახორციელებლის მიერ საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგების/დოკუმენტების გამოქვეყნება;
მოთხოვნის შემთხვევაში, გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსათვის;

კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებასა და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების, ასევე ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების პროექტების განხილვა და შეთანხმება;
წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვა;
წყალსარგებლობის ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოება და წყალსარგებლობის კრებულის მომზადება;
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის, ასევე ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტების განხილვა და შეთანხმება;
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვა; ასევე სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების საინფორმაციო საცნობარო მონაცემთა ბანკის შექმნა;
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.