შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტი

#

დეპარტამენტის უფროსი

ვენერა მეტრეველი

დაბადების თარიღი:

11 დეკემბერი 1985 წელი 

განათლება:

2014 რომის უნივერსიტეტი რომა ტრე, გარემოს სამართლის მეორე დონის მაგისტრატურა, გარემოს სამართლის მაგისტრი;

2006-2009 გორის სასწავლო უნივერსიტეტი, სისხლის სამართლის მაგისტრი;

2002-2006 გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა, ბაკალავრი.

 

სამუშაო გამოცდილება:

08.2022 - დღემდე გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;

2018 - 2022 გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

2019 - დღემდე ტრენერი, სსიპ გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრი;

2018 - დღემდე გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ,,ტრანსასაზღვრო კონტექსტში გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ” კონვენციისა და ,,სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ოქმის” ეროვნული საკონტაქტო პირი;

2017- 2019 ევროპის საბჭოს ხელშეკრულების ,,ევროპის და ხმელთაშუაზღვისპირეთის დიდ საშიშროებათა შეთანხმება" ეროვნული პასუხისმგებელი პირი/მუდმივი კორესპოდენტი;

2015 - 2018 ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;

2015 მინისტრის აპარატის მთავარი სპეციალისტი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;

2009 - 2011 იურისტი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სატყეო სამმართველო.

 

სასწავლო კურსები/სერტიფიკატები: 

2022 სასარგებლო წიაღისეულის რესურსების მართვა (ფინეთი);

2021 გარემოზე ზემოქმედების და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (შვეიცარია);

2020 ტრენერების ტრენინგი (TOT);

2019 აქროლადი ორგანული ნაერთების ემისიები (ბელორუსი);

2019 სივრცითი დაგეგმვა და სამრეწველო უსაფრთხოება (მოლდოვა);

2018 ინტეგრირებული ნებართვის სისტემა (ნიდერლანდების სამეფო);

2018 სასარგებლო წიაღისეულის რესურსების მართვა (აშშ);

2018 ინტეგრირებული ნებართვის სისტემა (ესპანეთი);

2019 გარემოზე ზემოქმედებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (შვეიცარია);

2017 მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება (შვედეთის სამეფო);

2017 ნარჩენების პრევენცია და მინიმიზაცია (სლოვაკეთი);

2016 ნარჩენების მართვის სისტემა (გერმანია);

2016 მდგრადი ორგანული დამაბინძურებელი ნარჩენების მართვა (სლოვაკეთი);

2015 ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვები (სლოვაკეთი);

2014 ურბანული ნარჩენების მართვა (იტალია);

2014 რესურსების ეფექტურად გამოყენება (იტალია);

2014 სტაჟირება, იტალიის რესპუბლიკის გარემოს, მიწისა და ზღვის სამინისტრო (იტალია);

2010 პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;

2010 იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი;

2006 ადვოკატთა სასერტიფიკაციო გამოცდა (საერთო სპეციალიზაცია).

 

ენები:

ინგლისური

იტალიური