გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების დეპარტამენტი
გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების დეპარტამენტი შეიქმნა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მისი ძირითადი ფუნქციებია:
გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტის განხილვა და შეთანხმების უზრუნველყოფა;
დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესაძლებლობის საკითხის განხილვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განხორციელების
საკითხის სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისიისთვის წარდგენა და კომისიის რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა;
მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრაში დაინტერესებული პირების მონაწილეობის უზრუნველყოფა;
გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების შენიშვნების განხილვა;
მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების სხვა ღონისძიებით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადება;
გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობებისთვის გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის ოდენობის, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ხარჯების და ფინანსური უზრუნველყოფის საშუალების სახის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადება (2023 წლის 1 ივლისიდან);
მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შესრულების საბოლოო ანგარიშის მიღება;
კომპეტენციის ფარგლებში, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.