გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების დეპარტამენტი
დეპარტამენტის უფროსი
აკაკი ველთაური
დაბადების თარიღი:
16 ნოემბერი, 1977 წელი.
განათლება:
2010-2012 ქ. ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა, სამართლის მაგისტრი.
1995-2000 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი. იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნე.
სამუშაო გამოცდილება:
2017-2022 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედების სამმართველოს უფროსი.
2013-2017 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედებითი სამმართველოს უფროსი.
2008-2011 საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სამართალშემოქმედების დეპარტამენტი,
კონსტიტუციური სამართლის სამმართველო, კერძო სამართლის სამმართველო, მრჩეველი.
2002-2008 საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტი, საჯარო-სამართლებრივი ექსპერტიზის სამმართველო, მრჩეველი.
დამატებითი კვალიფიკაცია:
2022 წ. - ტრენინგი ქიმიური ნივთიერებების მართვის შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობის
აღსრულება და ეფექტიანი კონტროლი. ქ. პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა.
2018 წ. სასწავლო კურსი - სამრეწველო დაბინძურებისა და საფრთხეების სფეროში ევროკავშირის გარემოსდაცვითი კანონმდებლობა. ქ. ჰააგა. ნიდერლანდების სამეფო.
2014 წ. სასწავლო კურსი - გარემოზე ზემოქმედების შეფასების ევროპული კანონმდებლობა. ქ. პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა.
2009 წ. სასწავლო კურსი - სამართლის ტრანსფორმაცია. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ქ. ბერლინი, გერმანია.
2007 წ. პრაქტიკა - გერმანიის პარლამენტი, ბუნდესტაგის დეპუტატის ბიურო. გერმანიის
ბუნდესტაგის საერთაშორისო პროგრამა, ქ. ბერლინი, გერმანია.
2004 წ. საქართველოს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა. საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
2004 წ. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა. სპეციალობა - სამოქალაქო სამართალი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
ენები:
გერმანული, ინგლისური, რუსული