შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

ზეპირი მოსმენა საქართველოს საზღვაო წყლებში მარიკულტურისათვის გამოყოფილ (თევზის) ზონა N2 და (მოლუსკების) N6 ზონაში აკვაკულტურის ნებართვის გაცემის შესახებ

  • თარიღი:

შპს ,,ქართული ორაგულის საწარმოს’’ განცხადების საფუძველზე, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაწყებულია წარმოება საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აპრილის N639 განკარგულებით საქართველოს საზღვაო წყლებში მარიკულტურისათვის გამოყოფილ (თევზის) ზონა N2 და (მოლუსკების) N6 ზონაში აკვაკულტურის ნებართვის გაცემის მიზნით.

აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე წლის 24 მაისს 12:00 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში (დაბა ურეკის კულტურის სახლი)  კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გაიმართება ზეპირი მოსმენა, რომელზეც დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესეულ პირს.

განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე  - https://nea.gov.ge/Ge/Announcements/11