საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა;
სააგენტოს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და სამინისტროში წარდგენა;
სააგენტოსთვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივი ათვისების უზრუნველყოფა, ბიუჯეტის სისტემური ანალიზი;
ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება;
კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს დაქვემდებარებული დეპარტამენტების სფეროებში, დაინტერესებული პირებისათვის ფასიანი მომსახურების გაწევა და ამ მიზნით საჭირო დოკუმენტაციის მომზადება/წარმოება;
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება