შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

შიდა კონტროლის დეპარტამენტი

სააგენტოს თანამშრომლების (გარდა სააგენტოს უფროსისა) მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;

სააგენტოს თანამშრომელთა დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის თავიდან აცილებისათვის შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება, რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;

სააგენტოს თანამშრომელთა საქმიანობასთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა, მათ შორის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა:

სააგენტოს თანამშრომელთა მიერ (გარდა სააგენტოს უფროსისა) ეთიკის, შრომის შინაგანაწესის დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ან კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა/შესწავლა;

სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის მონიტორინგი, ინსპექტირება და შეფასება;

ყოველი წლის დასაწყისში (სამინისტროს შიდა აუდიტთან შეთანხმებული ფორმით), სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტისთვის, გაწეული საქმიანობის შესახებ, ანგარიშის გაგზავნა;

სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასება, მათ აღმოსაფხვრელად/შესამცირებლად შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა და მისი შესრულების კონტროლი;

სააგენტოს უფროსისთვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების წარდგენა;

სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ სააგენტოსთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების კონტროლი;

სააგენტოს უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;

კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

გადმოწერეთ მობილური აპლიკაცია და მიიღეთ ამინდის შესახებ ადრეული გაფრთხილებები

მობილური აპლიკაცია უზრუნველყოფს ამინდის პროგნოზის შესახებ დროულ შეტყობინებებს, რათა წინასწარ იყოთ ინფორმირებული მოსალოდნელი მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ

ცხელი ხაზი: 1501