შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

ადმინისტრაციის დეპარტამენტი

ააგენტოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია;

 სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის მიღება, დამუშავება და რეგისტრაცია;

 სააგენტოდან გასაგზავნი კორესპონდენციის დამუშავება, რეგისტრაცია და შესაბამის ადრესატთან დროული გაგზავნა;

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების მიზნით, სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაგზავნა;

 სააგენტოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების დადგენილი წესით რეგისტრაცია და დანიშნულებისამებრ გაგზავნა;

 საქმისწარმოების საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;

სააგენტოს ბლანკების, საქმისწარმოების საჭირო ბეჭდების, შტამპების ნიმუშების შემუშავება და მათი შენახვისა და გამოყენების კონტროლი;

საარქივო საქმის წარმოება, მათ შორის: ნომენკლატურის შემუშავება, წარმოება დამთავრებული საქმეების მიღება, აღრიცხვა, საქმეთა დოკუმენტების შენახვის ორგანიზება, დადგენილი წესის შესაბამისად, სააგენტოს არქივისთვის ჩასაბარებლად მომზადება;

შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით, თითოეული თანამდებობისათვის სამუშაო აღწერილობებისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება;

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება;

ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა, მათ შორის, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის/სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა, სააგენტოს თანმშრომლების პროფესიული საჭიროებების განსაზღვრა და მათი გადამზადების მიზნით წინადადებების შემუშავება;

სააგენტოში სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის კოორდინაცია;

სააგენტოს შინაგანაწესის, პროექტის შემუშავება;

სააგენტოში დასაქმებულ პირებთან, მათ შორის საზოგადოებრივ ექსპერტებთან, შრომითი ხელშეკრულებების მომზადება და მათი გაფორმების ორგანიზება;

უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვა/დაწინაურების), გათავისუფლების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების, შვებულების, მივლინების (ქვეყნის შიგნით/ქვეყნის გარეთ), დროებითი ფუნქციების დაკისრების, შრომითი ურთიერთობის შეჩერების ბრძანებების პროექტების მომზადება;

სააგენტოს მოსამსახურეთა პირადი საქმეების ელექტრონული ან/და მატერიალური სახით შედგენისა და წარმოების უზრუნველყოფა;

სააგენტოში არსებული კომპიუტერული ტექნიკის და ინფრასტრუქტურის მუშაობის მონიტორინგი, მათი შეუფერხებელი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

სამინისტროსთან კოორდინაციით, სააგენტოსთვის საჭირო პროგრამების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

სამინისტროსთან კოორდინაციით, საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემების, კომპიუტერული სისტემების ინსტალაცია და განახლება;

კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სხვადასხვა ტექნოლოგიური მოწყობილობების ინსტალაციისა და შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის, შენახვის და მოვლა პატრონობის უზრუნველყოფა;

სასაწყობო მეურნეობის მართვა და სასაწყობო ინფრასტრუქტურის გამართულობის უზრუნველყოფა;

სააგენტოს ავტოპარკის მართვა და მისი გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება, დაშვებული ლიმიტების გათვალისწინებით საწვავის ხარჯვის კონტროლი;

სააგენტოს შენობაში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა და ამ მიზნით ყველა საჭირო/შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

სააგენტოს არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის პროცესის უზრუნველყოფა;

სამშენებლო, სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და ამ მიზნით მესამე პირებთან ურთიერთობა;

კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;

კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებისა და სააგენტოს ხელმძღვანელობის მიერ გაცემული შესაბამისი დავალებების განხორციელება.