გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. მეტეხში, შპს "ჯი პი პის" მეფრინველეობის ფერმის (296 000 სადგომით ქათმებისთვის) ექსპლუატაციის პროექტი
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: მეფრინველეობის ფერმა (60 000-ზე მეტი სადგომით ქათმებისათვის);
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს "ჯი პი პი";
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: კასპის მუნიციპალიტეტი. სოფ. მეტეხი.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
2022 წლის 20 დეკემბერი 13:00 საათი, კასპის მუნიციპალიტეტი, სოფ მეტეხის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.
ადმინისტრაციული წარმოება შეწყვეტილია (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1204), შესაბამისად აღნიშნული საჯარო განხილვა აღარ გაიმართება.
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
"გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება კასპის მუნიციპალიტეტში, სოფ მეტეხის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 4 იანვრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს).
მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.