გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. მეტეხში, შპს „ჯი პი პის“ მეფრინველეობის ფერმის (296 000 სადგომით ქათმებისთვის) ექსპლუატაციის პროექტი
შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები
- დაწყების თარიღი:
შპს „ჯი პი პის“ მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია განცხადება, რომელიც ეხება კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. მეტეხში, შპს „ჯი პი პის“ მეფრინველეობის ფერმის (296 000 სადგომით ქათმებისთვის) ექსპლუატაციის პროექტს (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/999).
პროექტთან დაკავშირებით 2022 წლის 20 დეკემბერს, 13:00-საათზე, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფ მეტეხის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში ჩაინიშნა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა, რომელიც ასევე განთავსდა სააგენტოს ვებგვერდზე (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1010).
დაინტერესებულ საზოგადოებას გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 19 დეკემბრის N21/7949 წერილის შესაბამისად, გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, ზემოაღნიშნულ პროექტზე მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამასთან, მოცემული გარემოების გათვალიწინებით 2022 წლის 20 დეკემბერს ჩანიშნული საჯარო განხილვა აღარ ჩატარდება.