გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. თერჯოლაში შპს „დაგის“ მიერ ფეროშენადნობების საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
შენიშვნა: „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 დეკემბრის N6580 დადგენილების საფუძველზე, ცვლილება შევიდა 2022 წლის 23 დეკემბერს
განახლებული განცხადება შენიშვნების და მოსაზრებების წარმოდგენის ვადის ცვლილების შესახებ იხ. ლინკზე - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1215
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ფეროშენადნობების წარმოება;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „დაგი“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. თერჯოლა;
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
2022 წლის 26 დეკემბერი, 11:00 საათი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. მეორე სვირის იუსტიციის სახლის შენობა;
2022 წლის 26 დეკემბერი, 15:00 საათი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა;
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
"გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფ. მეორე სვირის იუსტიციის სახლის (2022 წლის 26 დეკემბერი, 11:00 საათი) და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის (2022 წლის 26 დეკემბერი, 15:00 საათი) შენობაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 10 იანვრის 16 იანვრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).
მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.