შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 118-126-ე კმ-ზე, არშა-სტეფანწმინდის შემოვლითი გზის საპროექტო მონაკვეთის მშენებლობა და ექსპლუატაცია

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 118-126-ე კმ-ზე, არშა-სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობა და ექსპლუატაცია;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი; 

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ყაზბეგის მუნიციპალიტეტი;

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 

2022 წლის 15 დეკემბერი 15:00 საათი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, სოფ. არშას საჯარო სკოლის შენობა;
2022 წლის 16 დეკემბერი 13:00 საათი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა.

“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი:  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსია ასევე ხელმისაწვდომია სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

 

განახლებული ინფორმაცია: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/5938