შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 118-126-ე კმ-ზე, არშა-სტეფანწმინდის შემოვლითი გზის საპროექტო მონაკვეთის მშენებლობა და ექსპლუატაცია

შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები

  • დაწყების თარიღი:

საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტის მიერ, სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნით, წარმოდგენილ იქნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლების, გარბანის, გაიბოტენის, არშას, ფანშეტის და გერგეტის ტერიტორიებზე საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 118-126-ე კმ-ზე, არშა-სტეფანწმინდას შემოვლითი გზის საპროექტო მონაკვეთის მშენებლობისა და ექსპლუატაციის სკოპინგის განცხადება (იხ. ბმული https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1113).

აღნიშნულთან დაკავშირებით, სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვების ჩატარება (იხ. ბმული https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1114). 

გაცნობებთ, რომ 2023 წლის 6 ივნისის N21/4303 წერილის საფუძველზე, სააგენტომ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება.