გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ - შპს „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეის“ ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალზე 22,74 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის (ცხენისწყალი 1 ჰესის) მშენებლობა-ექსპლუატაცია
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)
- დაწყების თარიღი:
შპს „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეის“მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა განცხადება, რომელიც ეხება ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალზე 22,74 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის (ცხენისწყალი 1 ჰესის) მშენებლობასა და ექსპლუატაციას (იხ. ლინკი: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/633).
ზემოაღნიშნულ პროექტზე გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2022 წლის 30 ნოემბრის N21/7303 წერილის საფუძველზე სააგენტომ შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება (იხ. ლინკი; https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1116)
2022 წლის 12 დეკემბერს შპს „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეის“ მიერ N21/7303 წერილის პასუხად სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი (დაზუსტებული) ინფორმაცია.
დამატებითი ინფორმაციის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 6 იანვრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).