გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. თბილისში შპს "ეისიი მეტალს"-ის სორტული ნაგლინის (ლითონის ცხლად დამუშავება) საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
გეგმილი საქმიანობის დასახელება: სორტული ნაგლინის წარმოების (ლითონის ცხლად დამუშავება) საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს "ეისიი მეტალს";
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, გარდაბნის გზატკეცილი N42;
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
2023 წლის 27 იანვარი 12:00 საათი, ქ. თბილისი, სამგორის რაიონის გამგეობის შენობა
ადმინისტრაციული წარმოება შეწყვეტილია (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1289), შესაბამისად აღნიშნული საჯარო განხილვა აღარ გაიმართება.
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება სამგორის რაიონის გამგეობის შენობაში (მის: მოსკოვის გამზირი N14). საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 8 თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge. (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.