გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - ქ. თბილისში შპს "ეისიი მეტალს"-ის სორტული ნაგლინის (ლითონის ცხლად დამუშავება) საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია
შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები
- დაწყების თარიღი:
შპს „ეისიი მეტალსის“ მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია განცხადება, რომელიც ეხება ქ. თბილისში შპს "ეისიი მეტალს"-ის სორტული ნაგლინის (ლითონის ცხლად დამუშავება) საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტს (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1157).
პროექტთან დაკავშირებით 2023 წლის 27 იანვარს, 12:00-საათზე, ქ. თბილისში, სამგორის რაიონის გამგეობის შენობაში ჩაინიშნა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა, რომელიც ასევე განთავსდა სააგენტოს ვებგვერდზე (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1207).
დაინტერესებულ საზოგადოებას გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 16 იანვრის N 21/122 წერილის შესაბამისად, ზემოაღნიშნულ პროექტზე მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამასთან, მოცემული გარემოების გათვალიწინებით 2023 წლის 27 იანვარს ჩანიშნული საჯარო განხილვა აღარ ჩატარდება.