სგშ სკრინინგის განცხადება - ქალაქ ბათუმში, დასახლება მინდაში და კოტე აფხაზის ქ. №43, 47, 53-ში არსებულ მიწის ნაკვეთების განაშენიანების დეტალური გეგმა
სგშ სკრინინგის განცხადება
- დაწყების თარიღი:
- დასრულების თარიღი:
დამგეგმავი ორგანო: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალი: ქ. ბათუმი, დასახლება მინდაში და კოტე აფხაზის ქ. №43, 47, 53-ში არსებული მიწის ნაკვეთები (ს/კ 05.32.03.215; 05.32.16.239; 05.32.03.101; 05.32.16.227; 05.32.16.228; 05.32.16.230; 05.32.16.242.)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2022 წლის 23 დეკემბერს წარმოდგენილ იქნა ქალაქ ბათუმში, დასახლება მინდაში და კოტე აფხაზის ქ. №43, 47, 53-ში არსებულ მიწის ნაკვეთების განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია და სკრინინგის განცხადება.
წარმოდგენილ სკრინინგის განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 11 იანვრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge
სტრატეგიული დოკუმენტი – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული ორგანოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლითაც ცალკეული სექტორებისთვის დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ III თავის შესაბამისად და კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობების სახეობებისთვის განისაზღვრება მახასიათებლები ან/და მოცულობები.
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ) – „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას.
სკრინინგი – პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროებას.