გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - შპს „რივერსტოუნის" მიერ, დაბა ჩხოროწყუში, სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) გადამუშავება;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „რივერსტოუნი";
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: დაბა ჩხოროწყუ, გობეჩიას ქუჩა #7.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
• 2023 წლის 6 მარტი 15:00 საათი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის შენობა.
ადმინისტრაციული წარმოება შეწყვეტილია (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/2509), შესაბამისად აღნიშნული საჯარო განხილვა აღარ გაიმართება.
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
"გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 23 მარტის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს).
მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.
იხ. საჯარო განხილვის წესი - https://matsne.gov.ge/ka/document/view/4054941?publication=0