შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - დაბა ჩხოროწყუში, შპს ,,რივერსტოუნის“ სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაცია

შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები

  • დაწყების თარიღი:

შპს ,,რივერსტოუნის“ მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია განცხადება, რომელიც ეხება დაბა ჩხოროწყუში, სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტს (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1330). 

პროექტთან დაკავშირებით 2023 წლის 6 მარტს 15:00 საათზე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის შენობა შენობაში ჩაინიშნა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა, რომელიც ასევე განთავსდა სააგენტოს ვებგვერდზე (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1347). 

დაინტერესებულ საზოგადოებას გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 2 მარტის N21/1371 წერილის შესაბამისად, გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, ზემოაღნიშნულ პროექტზე მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამასთან, მოცემული გარემოების გათვალიწინებით 2023 წლის 6 მარტს ჩანიშნული საჯარო განხილვა აღარ ჩატარდება.