შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

შპს „მესტიაჭალა ენერჯის“ „მდ. მესტიაჭალაზე 20 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის (მესტიაჭალა 1 ჰესი) მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 23 ოქტომბრის №2-969 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე განცხადება დამატებით

პირობის ცვლილების შესახებ განცხადება

  • დაწყების თარიღი:
  • დასრულების თარიღი:

შპს „მესტიაჭალა ენერჯის“ დირექტორმა 2023 წლის 10 იანვარს (№155) სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მომართა მინისტრის 2020 წლის 23 ოქტომბრის №2-969 ბრძანების პირობების ცვლილების თაობაზე. ამასთან, 2022 წლის 17 იანვარს დამატებითი წერილით კომპანიამ წარმოადგინა სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან საგანგებო მართვის გეგმის შეთანხმების დამადასტურებელი წერილი (MIA 4 23 00104577; 14.01.2023) (https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1298).
2023 წლის 13 მარტს შპს „მესტიაჭალა ენერჯის“ მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილი იქნა დამატებითი დოკუმენტაცია. (№2034)

აღნიშნულ განცხადებასთან და დოკუმენტებთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 20 მარტის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ. ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).