შპს „მესტიაჭალა ენერჯის“ „მდ. მესტიაჭალაზე 20 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის (მესტიაჭალა 1 ჰესი) მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 23 ოქტომბრის №2-969 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
პირობის ცვლილების შესახებ განცხადება
- დაწყების თარიღი:
- დასრულების თარიღი:
შპს „მესტიაჭალა ენერჯის“ დირექტორმა 2022 წლის 3 ოქტომბერს (№5315) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობის შეცვლის მოთხოვნით, შპს „მესტიაჭალა ენერჯის“ მიერ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა მდ. მესტიაჭალაზე 20 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის (მესტიაჭალა 1 ჰესი) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი (https://nea.gov.ge/Ge/GZSH/860). 2022 წლის 8 ნოემბრის №21/6722 შესაბამისად, სააგენტოს მიერ კომპანიას გაეგზავნა შენიშვნები, გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით (https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1019).
შპს „მესტიაჭალა ენერჯის“ დირექტორმა 2023 წლის 10 იანვარს (№155) სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მომართა მინისტრის 2020 წლის 23 ოქტომბრის №2-969 ბრძანების პირობების ცვლილების თაობაზე და წარმოადგინა განახლებული დოკუმენტაცია. ამასთან, 2022 წლის 17 იანვარს დამატებითი წერილით კომპანიამ წარმოადგინა სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან საგანგებო მართვის გეგმის შეთანხმების დამადასტურებელი წერილი (MIA 4 23 00104577; 14.01.2023).
დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს დოკუმენტაციის ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.
აღნიშნულ განცხადებასთან და დოკუმენტებთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 8 თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ. ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).