შპს „მესტიაჭალა ენერჯის“ „მდ. მესტიაჭალაზე 20 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის (მესტიაჭალა 1 ჰესი) მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 23 ოქტომბრის №2-969 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
პირობის ცვლილების შესახებ განცხადება
- დაწყების თარიღი:
- დასრულების თარიღი:
როგორც თქვენთვის ცნობილია, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მე-5 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია სააგენტოს მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობის შეცვლის მოთხოვნით, თუ დაასაბუთებს, რომ ამ პირობის შესრულება ვერ უზრუნველყოფს გარემოზე ზემოქმედების თავიდან აცილებას ან შემცირებას ან/და ამ პირობის სხვა პირობით შეცვლა აუცილებელი და ეფექტიანია გარემოზე ზემოქმედების თავიდან აცილების ან შემცირების თვალსაზრისით.
შპს „მესტიაჭალა ენერჯის“ დირექტორმა 2022 წლის 3 ოქტომბერს (№5315) სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მომართა მინისტრის 2020 წლის 23 ოქტომბრის №2-969 ბრძანების პირობების ცვლილების თაობაზე. ამასთან, 2022 წლის 5 ოქტომბრის დამატებითი წერილით კომპანიამ უზრუნველყო ელექტრონულად სრული სახით დოკუმენტაციის სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენა.