შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ - შპს „სიბიჯორჯიას“ სამელიორაციო სისტემისა და 49 000 მ3 მოცულობის წყალშემკრები რეზერვუარის ექსპლუატაციის პროექტი

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)

  • დაწყების თარიღი:

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შპს ,,სიბიჯორჯიას“ მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო მაჩხაანში სამელიორაციო სისტემისა და 49 000 მ3 მოცულობის წყალშემკრები რეზერვუარის ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და კანონით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც განთავსდა სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/809 ). ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2022 წლის 16 დეკემბრის N21/7881 წერილის საფუძველზე სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება (იხ. ბმული -  https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1192 ).

სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად, ზემოაღნიშნული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2023 წლის 16 თებერვალს შპს ,,სიბიჯორჯიას“ მიერ N1233 წერილით სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი/დაზუსტებული ინფორმაცია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო მაჩხაანში სამელიორაციო სისტემისა და 49 000 მ3 მოცულობის წყალშემკრები რეზერვუარის ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1471 ). სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე დამატებით წარმოდგენილ განცხადებაში გამოვლენილ იქნა რიგი უზუსტობები, რის გამოც 2023 წლის 9 მარტის  N21/1544 წერილის საფუძველზე სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/2584 ).

2023 წლის 14 მარტს შპს შპს ,,სიბიჯორჯიას“ მიერ N2117 წერილით სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი/დაზუსტებული ინფორმაცია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო მაჩხაანში სამელიორაციო სისტემისა და 49 000 მ3 მოცულობის წყალშემკრები რეზერვუარის ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე

დამატებითი ინფორმაციის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).