შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

განცხადება - შპს ,,ლევ 2019-ის“ ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვასთან დაკავშირებით

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:

2023 წლის 17 მარტს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსდა განცხადება სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ, რომელიც ეხება - რუსთავის მუნიციპალიტეტში, შპს ,,ლევ 2019-ის“ ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტს. იხ. ლინკი (https://nea.gov.ge/Ge/GZSH/2598)

აღნიშნულ პროექტზე სააგენტომ უზრუნველყო სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის ჩანიშვნა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში. იხ.ლინკი (https://nea.gov.ge/Ge/GZSH/2598). 

დაინტერესებულ საზოგადოებას გაცნობებთ, რომ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა დამატებით გაიმართება

  • 2023 წლის 7 აპრილს, 15:30 საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფ. თაზაქენდის საჯარო სკოლის შენობაში.


დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს ,, ლევ 2019“; 

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: რუსთავის მუნიციპალიტეტი;

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;


“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 7 აპრილის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი:  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსია ასევე ხელმისაწვდომია სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.