გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე - სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფ. ბოდბისხევში შპს „მაღარო კაპიტალის“ სამელიორაციო სისტემის და 130000 მ3 მოცულობის წყლის რეზერვუარის მოწყობა და ექსპლუატაცია
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: სამელიორაციო სისტემის მოწყობა და ექსპლუატაცია, ასევე კაშხლის ან/და სხვა ნაგებობის მშენებლობა და ექსპლუატაცია, რომელიც წყლის შესაკავებლად ან მუდმივად დასაგროვებლად გამოიყენება და რომლის მიერ შეკავებული ან დაგროვებული წყლის მოცულობა 50000 მ3-ზე მეტია;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „მაღარო კაპიტალი“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბოდბისხევი;
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 20 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს)
შეჩერდა ადმინისტრაციული წარმოება (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/6020 ).