განცხადება ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ - სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფ. ბოდბისხევში შპს „მაღარო კაპიტალის“ სამელიორაციო სისტემის და 130000 მ3 მოცულობის წყლის რეზერვუარის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი
შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები
- დაწყების თარიღი:
შპს „მაღარო კაპიტალის“ მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია განცხადება, რომელიც ეხება სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფ. ბოდბისხევში სამელიორაციო სისტემის და 130000 მ3 მოცულობის წყლის რეზერვუარის მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტს (იხ. ლინკი- https://nea.gov.ge/Ge/GZSH/4730 ).
დაინტერესებულ საზოგადოებას გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 22 ივნისის N 21/4892 წერილის შესაბამისად, ზემოაღნიშნულ პროექტზე მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ.