გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ - ქვემო ქართლის, ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელის) მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტი
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)
- დაწყების თარიღი:
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია ქვემო ქართლის, ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელის) მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და კანონით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც განთავსდა სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1254). 2023 წლის 24 იანვრარს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ N04/19 წერილით სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი ინფორმაცია ქვემო ქართლის, ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელის) მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1346).
აღნიშნულ პროექტზე გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2023 წლის 2 მაისის N21/3216 წერილის საფუძველზე სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/4770).
2023 წლის 24 მაისს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ N04/146 წერილით სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი/დაზუსტებული ინფორმაცია ქვემო ქართლის, ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელის) მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე.
დამატებითი ინფორმაციის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ. ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).