შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ - შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ „სხალთა ჰესის“ ქვესადგურის „შუახევი ჰესის“ ქვესადგურთან დამაკავშირებელი 35 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)

  • დაწყების თარიღი:

შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა განცხადება, რომელიც ეხება „სხალთა ჰესის“ ქვესადგურის „შუახევი ჰესის“ ქვესადგურთან დამაკავშირებელი 35 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის ექსპლუატაციის პირობების ცვლილებას (იხ. ბმული: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1365 ).

ზემოაღნიშნულ პროექტზე გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2023 წლის 11   აპრილის N21/2545 წერილის საფუძველზე სააგენტომ შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება (იხ. ბმული: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/4700 )

2023 წლის 9 ივნისს შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ N21/2545 წერილის პასუხად სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი (დაზუსტებული) ინფორმაცია.

დამატებითი ინფორმაციის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 5 ივლისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).