გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა საჯარო განხილვის გაუქმების თაობაზე - შპს „გინუს“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალი სამგორის მიმდებარედ სასარგებლო წიაღისეულის 81 766 ტონა თიხა-თაბაშირის (გაჯი) მოპოვების პროექტი
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
შპს „გინუს“ მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია განცხადება, რომელიც ეხება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალი სამგორის მიმდებარედ სასარგებლო წიაღისეულის 81 766 ტონა თიხა-თაბაშირის (გაჯი) მოპოვების პროექტს (იხ. ლინკი).
დაინტერესებულ საზოგადოებას გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 6 სექტემბერს N 21/5049 წერილის საფუძველზე, პროექტთან დაკავშირებული გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ. (იხ. ლინკი).
შესაბამისად 2022 წლის 27 სექტემბერს დაგეგმილი საჯარო განხილვა (იხ.ლინკი) აღარ ჩატარდება.