განცხადება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ - ხობის მუნიციპალიტეტში, სოფ. საჯიჯაოს ტერიტორიაზე შპს ,,ჯორჯიან ენერჯი გრუპის“ სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში) გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი
შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები
- დაწყების თარიღი:
შპს ,,ჯორჯიან ენერჯი გრუპის“ მიერ გზშ-ის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება, რომელიც ეხება ხობის მუნიციპალიტეტში, სოფ. საჯიჯაოს ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში) გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტს (იხ. ბმული).
გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 23 სექტემბრის №21/5552 წერილის საფუძველზე ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.