გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ - ქ. რუსთავში, შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ ფეროშენადნობების საწარმოს ექსპლუატაციის პირობების შეცვლისა და საწარმოში დამატებითი ტექნოლოგიური ხაზის (აგლომერაციის საწარმოს) მოწყობა-ექსპულატაცია
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)
- დაწყების თარიღი:
2022 წლის 20 ივნისს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ვებგვერდზე განთავსდა განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რომელიც ეხება ქ. რუსთავში, შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ ფეროშენადნობების საწარმოს ექსპლუატაციის პირობების შეცვლისა და საწარმოში დამატებითი ტექნოლოგიური ხაზის (აგლომერაციის საწარმოს) მოწყობა-ექსპულატაციას (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/276).
აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2022 წლის 24 აგვისტოს N 21/4733 წერილის შესაბამისად სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/643).
2022 წლის 22 სექტემბერს შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ მიერ N5036 წერილის შესაბამისად სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი (დაზუსტებული) ინფორმაცია ფეროშენადნობების საწარმოს ექსპლუატაციის პირობების შეცვლისა და საწარმოში დამატებითი ტექნოლოგიური ხაზის (აგლომერაციის საწარმოს) მოწყობა-ექსპულატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე.
დამატებითი ინფორმაციის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).