შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია

  • თარიღი:

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიერ, მიდინარე წლის 10 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, სააგენტოს სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის 30 წლით გაცემის მიზნით აუქციონის გამოცხადების თხოვნით შპს ,,საირმის სამონადირეო მეურნეობამ“ (ს/ნ 425057573) მიმართა, რომლითაც გათვალისწინებულია ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, ვანი-ბაღდათის სატყეო უბნის სულორის N15;19;23-26;33-36;39-42, ვანი-საირმის N11;14;15;18-21;23; 22;24-55;58, საირმის N4-58, ქერშავეთის N5;12;13 კვარტლებში 13296 ჰა ფართობზე სამონადირეო მეურნეობის შექმნა.

აღნიშნულ საკითხზე დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირებისა და მათი მოსაზრებების განხილვის მიზნით მიმდინარე წლის 19 ივლისს 12:00 საათზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. ბაღდათი, წერეთლის ქუჩა N9) გაიმართება შეხვედრა (ზეპირი მოსმენა).

სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით იხილეთ ბმული.